აპლიკაციის დამზადება საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
კომპანია Custom.ge გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის მქონე, Android და IOS აპლიკაციების დამზადებას.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- აპლიკაციის დიზაინის შექმნა;
- აპლიკაციების დამზადება Android და IOS პლატფორმებზე;
- აპლიკაციების ატვირთვა App store-ისა და play Store-ზე;
- აპლიკაციების შემდგომი ტექნიკური უზრუნველყოფა
რატომაა აპლიკაციები მნიშვნელოვანი?
ჩვენ ვცხოვრობთ მობილური სივრცის აღმავლობის ხანაში, მობილური მოწყობილობების რაოდენობა უკვე აღემატება Desktop კომპიუტერების რაოდენობას, ხოლო ადამიანები გაცილებით მეტ დროს ატარებენ მობილურზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა ტიპის ელექტრონულ ხელსაწყოზე.
აღნიშნული რეალობიდან გამომდინარე, ბიზნესი ეფექტურად იყენებს მობილურ ტექნოლოგიებს, როგორც მარკეტინგისთვის, ისე გაყიდვებისთვის.
ბიზნესი მთავარი იარაღი ამ კუთხით, სწორედ მობილური აპლიკაციაა: ონლაინ შოპის აპლიკაცია, ტაქსის აპლიკაცია, საგანმანათლებლო აპლიკაცია და სხვა.
იხილეთ ასევე: საიტის დამზადება ბიზნესისთვის
როგორ შევქმნათ მობილური აპლიკაცია?
აპლიკაციის შექმნა თუ გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული ეტაპები, რაც გაგიადვილებთ, როგორც სამუშაო პროცესს, ასევე იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც დასახული გაქვთ.
1.რა მიზნით ქმნით აპლიკაციას?
ნებისმიერი აპლიკაციის დამზადება ხდება კონკრეტული მიზნის თუ საჭიროებისთვის.
პირველ რიგში დასახეთ მიზანი, გაარკვიეთ, თუ რამდენად დაგეხმარებათ აპლიკაცია ამ მიზნის მიღწევაში, იქნებ არსებობს სხვა უფრო ეფექტური ალტერნატივები და საერთოდ არ გჭირდებათ აპლიკაცია?
2. ტექნიკური დავალება
ტექნიკური დავალება არის დოკუმენტი, რომელშიც განისაზღვრება აპლიკაციის ფუნქციონალი და მახასიათებლები.
მარტივ ენაზე, რომ ვთქვათ ეს იგივეა app-ისთვის, რაც სახლის მშენებლობისას არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტი.
ტექნიკური დავალების არასათანადოდ შექმნა განაპირობებს პროექტის უსაშველოდ გაწელვას, კონფლიქტებს შემსრულებელთან, ხარვეზიან ხელშეკრულებას და სხვა.
3. პროექტის ბიუჯეტი
მობილური აპლიკაციის ფასი დამოკიდებულია მის ფუნქციონალზე და მახასიათებლებზე, რომლებიც განისაზღვრება ტექნიკურ დავალებაში.
თუმცა, თუ ჯერ არ გაქვთ ტექნიკური დავალება, შეგიძლიათ შეავსოთ პროქეტის ბრიფის ფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს შემსრულებელს, განსაზღვროს მაქსიმალურად მიახლოებული ღირებულება.
გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციების დამზადების ფასი მხოლოდ დასაწყისია, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ამ აპლიკაციის განვითარება, რისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ მისი ღირებულების 50%.
4. ტექნიკური უზრუნველყოფა
მობილური აპლიკაციის დამზადება არის მხოლოდ დასაწყისი.
აპლიკაციის წარმატებისთვის საჭიროა სხვადასხვა ფაქტორები:
- რამდენად საჭიროა აპლიკაცია
- ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია
- ტექნიკური პირი, რომელიც განახორციელებს აპლიკაციის საქმიანობის ტექნიკურ მონიტორინგს და დაგეხმარებათ პრობლემური საკითხების მოგვარებაში.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით, ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ დეტალურ კონსულტაცია, აპლიკაციის შექმნასა და გაპიარების მიმართულებით.