ბრენდირება & ბრენდის შექმნა

ბრენდირება აუცილებელია ბიზნესისთვის, რადგან კარგად ბრენდირებული პროდუქტი უფრო მეტი მოგების მომტანია ნებისმიერი კომპანიისთვის, ვიდრე იმავე პროდუქტის არაბრენდირებული სახით გაყიდვა.

ბრენდირების სახელმძღვანო პრინციპები განსაზღვრულია ბრენდბუქში. ეს არის ბრენდირების ელემენტებისგან შემდგარი წესების კრებული, რომელიც ეხმარება თითოეულ ბრენდს განვითარებაში.

ბრენდირება

როგორ განვახორციელოთ ბრენდირება და რა ელემენტებისგან შესდგება ბრენდი?

1.ბრენდის მისია და მიზნები

პირველ რიგში უნდა ჩამოაყალიბოთ რა მიზნები და მისია გააჩნია თქვენს ბრენდს.

2.სახელწოდება

ბრენდირება არ არსებობს სახელწოდების შესახებ, ვერ დაასახელებთ ვერც ერთი ბრენდს, რომელსაც არ გააჩნია სახელი.

3.სასაქონლო ნიშანი

სასაქონლო ნიშნით ერთი ბრენდის პროდუქცია ან მომსახურება განირჩევა სხვა კონკურენტის პროდუქციისგან, ამიტომაც, მისი როლი ბიზნესში ძალიან დიდია. სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს ლოგო, წარწერა და სხვა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ეფექტური სასაქონლო ნიშნის ქონა არ არის საკმარისი, აუცილებელია მისი ეფექტურად დაცვა, საქპატენტში რეგისტრაციის გზით.

4.ლოგოს კონცეფცია

ლოგო კომპანიის ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, ყველაზე ხშირად სწორედ ლოგოს გამოყენება ხდება სასაქონლო ნიშნად.

ბრენდირების ფარგლებში მნიშვნელოვანია ზუსტად განვსაზღვროთ ლოგოს ვიზუალი, მისი ფერთა გამა, სხვადასხვა ზედაპირზე გამოხატვის წესები და სხვა ინფორმაცია.

5.ბრენდის ფერები და მათი შეხამება

მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ბრენდისთვის დამახასიათებელი ფერები, ხოლო შემდგომ ეფექტურად შეახამოთ ისინი, მათ შორის, სხვადასხვა ზედაპირზე გამოსახვისთვის.

6.სტანდარტული დოკუმენტაცია

სტანდარტული დოკუმენტაციის ბრენდირება დამახასიათებელი ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ კომპანიის საქმიანობის თითოეული კომპონენტი მოაქციონ ბრენდირების სტრატეგიის ქვეშ.

სტანდარტული დოკუმენტაციის ბრენდირება გულისხმობს ისეთი ელემენტების დიზაინის შექმნას, როგორიცაა ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ცარიელი ბლანკი და სხვა.

7.ბიზნეს ბარათის დიზაინი

ბიზნეს ბარათი (ვიზიტკა) ხშირად გამოიყენება კომპანიის მენეჯერების მიერ, მათ შორის საქმიანი მოლაპარაკებებისა და შეხვედრების დროს.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ბიზნეს ბარათი სრულიად ადაპტირებული იყოს კომპანიის ბრენდირებულ დიზაინთან.

8.სოციალური მედიის ბრენდირება

სოციალური მედია ნებისმიერი ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი, თუმცა მისი ბრენდირებული სახით მართვა გაცილებით დიდი შედეგის მომტანია, ვიდრე სოციალური მედიის მართვისას, არაბრენდირებული მასალის გამოყენება.

გსურთ თქვენი კომპანიის ბრენდირება და არ იცით საიდან დაიწყოთ?

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ:

ლოგოს დამზადება – რა უნდა ვიცოდეთ?

საიტების დამზადება – როგორ შევქმნათ საიტი?

ფოტო გადაღება ბიზნესისთვის