საიტების დამზადება თანამედროვე ბიზნეს საქმიანობის ეფექტურად განხორციელების წინაპირობაა.
CUSTOM.GE გთავაზობთ ნებისმიერი სირთულისა და ფუნქციონალის მქონე საიტის დამზადებასა და მართვას, საუკეთესო პირობებით. (დაგვიკავშირდით 579 817817)
გაეცანით ჩვენ მიერ შექმნილ რამდენიმე საიტს:
სამედიცინო ინვენტარი
საიტზე გადასვლა
ჩვენი სპეციალისტები მზად არიან გაგიწიონ დეტალური კონსულტაცია და შემოგთავაზონ თქვენთვის ყველაზე უფრო მისაღები პირობები.
რა ღირს საიტის დამზადება?
საიტის დამზადების ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ვებ გვერდის სტრუქტურა და დიზაინი, ფუნქციონალი, გვერდების და ენების რაოდენობა.
ბუნებრივია ყველას სურს საიტის დამზადება იაფად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ხარისხის ფაქტორი, ვინაიდან ამ ეტაპზე ფინანსების დაზოგვამ, შესაძლოა გამოიწვიოს მოგვიანებით ახალი საიტის ყიდვის საჭიროება.
კომპანია MediaHub-მა შეიმუშავა სხვადასხვა შეთავაზება, რომელთა მთავარი პრინციპია – მისაღები ფასი და მაღალი ხარისხი.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგი ტიპის საიტებს:
კორპორატიული საიტის დამზადება
უპირატესობები:
- შედარებით იაფი ღირებულება;
- ყველა ის ძირითადი ელემენტი აქვს, რაც ძვირადღირებულ პრემიუმ ტიპის საიტს;
- განვითარების შესაძლებლობა;
- გამოყენების სიმარტივე.
კორპორატიული ტიპის საიტის ნიმუშები:
პრემიუმ კლასის საიტის შექმნა
პრემიუმ კლასის საიტი ხასიათდება უფრო კომპლექსური დიზაინით, მეტი ფუნქციებითა და შესაძლებლობებით, როგორიცაა პროდუქციის კატალოგი, ინტერნეტ მაღაზიის ფუნქციები, კალკულატორი და სხვა.
უპირატესობები:
- უფრო მეტი ფუნქციონალი და შესაძლებლობები;
- სპეციალურად შექმნილი დიზაინი;
- გამოყენების უფრო ფართო არეალი.
პრემიუმ ტიპის საიტის ნიმუშები:
სამშენებლო ვებ საიტის აწყობა
შესაძლებელია, როგორც მარტივი საინფორმაციო სამშენებლო საიტის აწყობა, ასევე უფრო კომპლექსური ფუნქციონალის მქონე – სართულებისა და ბინების მონიშვნის ფუნქციით, გამორჩეული დიზაინითა და საკონტაქტო არხებით, როგორიცაა Geoamor.Com, Gid.ge
სამშენებლო საიტების ფუნქციები:
- სართულის და ბინების მონიშვნის ფუნქციები;
- ბრენდირებული დიზაინი;
- მრავალმხრივი საკონტაქტო ხელსაწყოები.
ტურისტული ვებ გვერდის დამზადება
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნებისმიერი სირთულის ტურისტული საიტის დამზადება, დაწყებული მარტივი სავიზიტო საიტიდან, დამთავრებული მულტიფუნქციური გადახდის სისტემისა და ჯავშნების მქონე ტურისტული საიტით.
ძირითადი ფუნქციები:
- გადახდის სისტემა;
- დაჯავშნის სისტემა;
- რეგისტრაციის ფუნქცია;
- პროფილი;
- ტურების ფილტრაცია;
wordpress საიტის დამზადება
საიტის დამზადება wordpress-ის სისტემაზე საკმაოდ პოპულარულია, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
მსოფლიოში, ახალი საიტების 30 %-ზე მეტი სწორედ ვორდპრესის სისტემაზე მზადდება.
სულ უფრო მეტი ქართული საიტის შექმნა სწორედ ვორდპრესის მეშვეობით ხორციელდება.
ვორდპრესის პოპულარობის ძირითადი მიზეზებია:
საიტების დამზადება ვორდპრესის ძრავზე გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მათი ხელით დაწერის შემთხვევაშია საჭირო, თანაც, ისე, რომ აღნიშნული გავლენას არ ახდენს საიტის ხარისხზე.
1. საიტის დამზადების ფასი
2. ხარისხი
ხშირ შემთხვევაში ვორდპრესის მარტივი საიტები, გაცილებით დახვეწილია და ფუნქციური, ვიდრე ხელით აწყობილი, იმავე მოცულობისა და შინაარსის ვებ-გვერდები.
აღნიშნულის მთავარი მიზეზი არის ვორდპრესის სისტემის კონცეფცია. საიტი იქმნება მზა ძრავისა და თემფლეითის მეშვეობით, რომლებიც პროფესიონალების მიერ არის შექმნილი და კარგად გატესტილი.
3. საიტის მართვა და განვითარება
საიტის მართვა და განვითარება უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, მანამ, სანამ საიტის შექმნაზე დაიწყებთ მუშაობას.
ვორდპრესის საიტის მართვა ყველა პროგრამისტს შეუძლია, ვისაც ამ სისტემის შესახებ ცოდნა აქვს, განსხვავებით ხელით აწყობილი საიტებისგან, რომლებიც შესაძლოა ვერ მართოს სხვა ნებისმიერმა პროგრამისტმა ან საიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სერვისი გაცილებით ძვირი დაჯდეს.
საიტების დამზადების პროცედურა
საიტების შექმნა ხორციელდება მარტივი პროცედურის მიხედვით:
პირველი ეტაპი – ფორმდება ვებ გვერდის დამზადების ხელშეკრულება, ყველა შეთანხმებული პირობის მიხედვით, ამ ეტაპზე ხდება საავანსო ანგარიშსწორება.
მეორე ეტაპი – საიტი მზადდება, ხელშეკრულებაში განსაზღვრული გეგმის და ეტაპების მიხედვით.
მესამე ეტაპი – დამკვეთი იბარებს საიტს და ახორციელებს საბოლოო ანგარიშსწორებას.
საიტის ტექნიკური უზრუნველყოფა
საიტის ჩაბარების შემდგომ მნიშვნელოვანია გაუფრთხილდეთ და მუდმივად გამართული იყოს თქვენი ვებ გვერდი.
ზოგადად ნებისმიერი საიტი საჭიროებს ტექნიკურ უზრუნველყოფას, მარტივი ერთგვერდიანიდან დაწყებული, უფრო კომპლექსური ონლაინ შოპინგის საიტით დამთავრებული.
ამიტომაც, განსაზღვრეთ პასუხისმგებელი პირი ან ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს საიტის ტექნიკურ უზრუნველყოფას.
მათ შორის: განახორციელებს საიტის მუდმივ მონიტორინგს, ტექნიკურად განაახლებს მას, ხოლო პრობლემის წარმოშობისას, გამოასწორებს და აღადგენს საიტის გამართულ ფუნქციონირებას.
საიტის განვითარება
ვებ სივრცე მუდმივად ვითარდება, იცვლება ტექნოლოგია და მიდგომები, ამიტომაც ეფექტური საიტის გაკეთება ეს არის პირველი ნაბიჯი, თქვენი ორგანიზაციის გამოსაჩენად ვერ სივრცეში.
აუცილებელია მუდმივად განავითაროთ თქვენი ვებ-საიტი, განსაზღვროთ საჭიროებები, დაამატოთ ახალი ფუნქციები და რაც მთავარია მუდმივად განაახლოთ საიტის კონტენტი.
ვებსაიტების დამზადება 2024 წელს
წარმოგიდგენთ 7 საკითხს, რომელთა გათვალისწინება პოზიტიურად აისახება თქვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე, მის ეფექტურად წარმოჩენაზე ინტერნეტ სივრცეში.
ამისთვის დაგჭირდებათ საიტის სეო ოპტიმიზაცია, ეს არის მიმდინარე პროცესი, რომლის მიზანია ეფექტურად წარმოაჩინოს თქვენი საიტი საძიებო სისტემაში, რაც განაპირობებს მისი რეპუტაციას ზრდას და საძიებო შედეგებში მოწინავე ადგილებზე გამოჩენას.
1. საიტის სეო ოპტიმიზაცია
ვებსაიტის დამზადება ეს არის თქვენი ორგანიზაციის პირველი ნაბიჯი მყარად დამკვიდრდეს ვებ სივრცეში, განსაკუთრებით გუგლის საძიებო სისტემაში, რომელსაც ქართველი ინტერნეტმომხმარებლების 100% იყენებს.
ამისთვის დაგჭირდებათ საიტის სეო ოპტიმიზაცია, ეს არის პროცესი, რომლის მიზანია ეფექტურად წარმოაჩინოს თქვენი საიტი საძიებო სისტემაში, რაც განაპირობებს მისი რეპუტაციას ზრდას და საძიებო შედეგებში მოწინავე ადგილებზე გამოჩენას.
2. მობილურზე მორგებული დიზაინი
ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ მობილურ მოწყობილობებთან, ვიდრე კომპიუტერთან.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია თქვენი საიტი ეფექტურად მუშაობდეს, როგორც მობილურზე, ასევე კომპიუტერზე.
გარდა ამისა, საძიებო სისტემები, თქვენი საიტის რეპუტაციის განსაზღვრისას, სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, თუ რამდენად გამართულად მუშაობს იგი მობილურ მოწყობილობებზე.
3.საიტის აწყობა WordPress-ის სისტემაზე
ყოველწლიურად სულ უფრო მეტი საიტი მზადდება ვორდპრესის სისტემაზე, რაც განპირობებულია ორი ფაქტორით: საიტის დამზადების ფასი & ხარისხი.
ამიტომაც, თუ რაიმე განსაკუთრებული ფუნქციონალის ან დიზაინის ვებ-გვერდი არ გსურთ, ჩვენი რჩევა იქნება გამოიყენოთ ვორდპრესი.
4.ენობრივად და გრამატიკულად გამართული ტექსტები
ენობრივი და გრამატიკული შეცდომები ძალიან ნეგატიურად მოქმედებს თქვენი ვებ-გვერდის რეპუტაციაზე.
კვლევების მიხედვით მომხმარებლების 45% არასდროს შეიძინეს პროდუქტს ან მომსახურებას საიტზე, რომლის ტექსტებზე აღმოაჩენს უხეშ გრამატიკულ & ენობრივ შეცდომას.
შესაძლოა კომპანია არ გყავთ ქართული ენისა და გრამატიკის სპეციალისტი და საიტის ტექსტები არ იყოს 100%-ით უშეცდომო, თუმცა მნიშვნელოვანია ისინი იყოს მაქსიმალურად გამართული.
5. კონტენტით მდიდარი საიტი
ხშირად კომპანიის ხელმძღვანელები არასერიოზულად უყურებენ კონტენტ მარკეტინგს, რაც უხეში შეცდომაა, ვინაიდან ეფექტური კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი და ეფექტური მარკეტინგული მიმართულება.
განათავსეთ საინტერესო კონტენტი თქვენი სერვისებისა ან პროდუქციის შესახებ, რაც არამხოლოდ პოტენციური მომხმარებლის ყურადღებას მიიქცევს, არამედ თქვენი რეპუტაციის ზრდას გამოიწვევს საძიებო სისტემებში.
6. ანალიტიკური საშუალებების გამოყენება
თქვენი საიტის ფუნქციონირების შესაფასებლად დაგჭირდებათ ინფორმაცია, რომელიც ანალიტიკური ხელოსაწყოების მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ.
დააყენეთ მინიმუმ ორი ანალიტიკური ხელსაწყო:
Google analytics – აფიქსირებს და გაწვდით საიტის მომხმარებლების შესახებ დეტალურ სტატისტიკას.
Google console – აფიქსირებს და გაწვდით საძიებო სისტემებიდან შემოსული მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას.
ამ ორი ხელსაწყოს მეშვეობით თქვენ მუდმივად გეცოდინებათ თუ როგორ მუშაობს თქვენი საიტი და რომელი მარკეტინგული აქტივობა არის ყველაზე შედეგიანი.
7.საიტის სიჩქარე და ტექნიკურად გამართულობა
ნელი და ტექნიკურად გაუმართავი საიტი განწირულია, როგორც მომხმარებლის, ისე საძიებო სისტემების მხრიდან სრულ ინგორში და უყურადღებობაში.
შეეცადეთ თქვენი საიტი იყოს მაქსიმალურად სწრაფი, როგორც მობილურ სისტემებზე, ასევე კომპიუტერზე.
მნიშვნელოვანია მას არ ახასიათებდეს ტექნიკური ხარვეზები, არ იყოს მუდმივად გათიშული და დავირუსებული.
ყველა ამ საკითხის გათვალისწინება აუცილებელია თანამედროვე და ეფექტური ვებგვერდის დამზადება & განვითარებისთვის.
გაქვთ შეკითხვები? დაგვიკავშირდით, ჩვენ მზად ვართ დეტალური კონსულტაცია გაგიწიოთ თითეულ მათგანთან დაკავშრებით.