სეო ოპტიმიზაცია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად განვითარებადი სფეროა ციფრულ მარკეტინგში.
ფაქტობრივად ახალი სფეროა, რომელიც რამდენიმე წლის წინ არ არსებობდა.
SEO-ს მეშვეობით ხორციელდება საძიებო სისტემებში საიტის ოპტიმიზაცია.
შედეგად, თქვენი საიტი გამოჩნდება მოწინავე პოზიციებზე გუგლში, Yandex-სა და სხვა საძიებო სისტემებში.
რაც განაპირობებს მეტ ვიზიტორს საიტზე და შესაბამისად გაყიდვების ზრდაში.
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ეს არის საიტის “დამეგობრება” საძიებო სისტემასთან, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებით.
შედეგად საიტი უფრო მაღალ შედეგებს ღებულობს მომხმარებლის მიერ საძიებო სისტემაში ძიებისას.
მაგ: საიტის გუგლში ოპტიმიზაცია განაპირობებს, თქვენი საიტის გამოჩენას უფრო მაღალ პოზიციებზე, ძიების შედეგებში.
როგორ მუშაობს სეო მარკეტინგი?
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კომპანია ახორციელებს ბინების რემონტს საქართველოში, თქვენ გააკეთეთ ვებ-საიტი და გსურთ, რომ რაც შეიძლება მეტი პოტენციური მომხმარებელი გადმოვიდეს თქვენ საიტზე.
აღნიშნული მიზნის საუკეთესო საშუალებაა, რეკლაის განთავსება იქ, სადაც მომხმარებელი ეძებს თქვენ მომსახურებას. ასეთი ადგილია გუგლის საძიებო სისტემა.
რა სიტყვებს შეიძლება ეძებდეს თქვენი პოტენციური მომხმარებელი გუგლში? “ბინის რემონტი”, “სახლის რემონტი”, “ბინების რემონტი თბილისში”.
ჩაწერეთ აღნიშნული სიტყვები გუგლის საძიებო სისტემაში, თქვენი კონკურენტები დროს არ გარგავენ, სწორედ მათი საიტებია განსაზღვრული მოწინავე პოზიციებზე.
აღნიშნულის მიღწევს ორი გზა არსებობს:
- გუგლში რეკლამირება
- სეო ოპტიმიზაცია
რას გულისხმობს საიტის ოპტიმიზაცია?
SEO ოპტიმიზაცია ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: საიტის შიდა და გარე ოპტიმიზაცია.
შიდა ოპტიმიზაცია
მოიცავს მხოლოდ საიტის შიდა კომპონენტების ოპტიმიზაციას, როგორიცაა ტექსტი, საიტის სიჩქარე, ტექნიკური ელემენტები, შიდა ლინკები და სხვა.
გარე ოპტიმიზაცია
საიტის გარეთ არსებული ელემენტების ოპტიმიზაცია – ბექლინკების (ბმულები, რომლებიც განთავსებულია სხვა საიტებზე და მიმართულია თქვენი საიტისკენ) გამოყენებით.
არაკეთილსინდისიერი გზები
სეო ოპტიმიზაციის განხორციელება შესაძლებელია, როგორც კეთილსინდისიერი გზებით, ისე ისეთი გზებით, რომლებიც არ შეესაბამება გუგლის და სხვა საძიებო სისტემების სტანდარტებს.
შესაძლოა არაკეთინსიდისერ გზებს ერთჯერადი ეფექტი ჰქონდეს, თუმცა როგორც წესი, შედეგად აუცილებლად დაზარალდება თქვენი საიტი და შესაძლოა გაქრეს საიძიებო სისტემებიდან.
ამიტომაც უმჯობესი იქნება კეთილსინდისიერი SEO სტრატეგიის განხორციელება, რომლის სპეციფიკიდან გამომდინარე, შედეგის მისაღებად საჭიროა თანმიმდევრულობა, არაერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და რაც მთავარია დრო.
SEO ოპტიმიზაციის ფასი?
სეო ოპტიმიზაციის ფასები განსხვავდება სამუშაოს მოცულობის მიხედვით, ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა საძიებო სიტყვების რაოდენობა, მათი სირთულე, საიტის ენა და სხვა.
SEO ოპტიმიზაციის მინიმალურ თვიური ღირებულება ჩვენთან იწყება 399 ლარიდან.
როგორი მოთხოვნაა საქართველოში?
მოთხოვნა მზარდია, სულ უფრო მეტი ბიზნესი ინტერესებდა სეო ოპტიმიზაციის მომსახურებით, რომელიც Google ads-თან და ფეისბუქში რეკლამასთან ერთად საკმაოდ ეფექტურია საქართველოში.
გაინტერესბს მეტი ინფორმაცია?
ჩვენი სეო სპეციალისტები შეისწავლიან თქვენს საჭიროებას და შემოგთავაზებენ თქვენს ბიზნესზე მორგებული SEO სტრატეგიას და პირობებს.
დაგვიკავშირდით, როგორც ტელეფონზე – 579 817 817 , ისე ელ.ფოსტის მეშვეობით – [email protected]