კომპანიის ლოგოს შექმნა  – რა გავითვალისწინოთ?

კომპანიის ლოგოს შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესია ნებისმიერი ბრენდის წარმოშობის პროცესში.

განვიხილოთ ის ძირითად საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ლოგოს დამზადებისას.

რატომაა ლოგოს დამზადება მნიშვნელოვანი?

როგორც ცნობილმა ჩინელმა ბიზნესმენმა, კომპანია ალიბაბას დამფუძნებელმა – ჩეკ მამ განაცხადა: “ლოგო არის უხმო ელჩი თქვენს კლიენტებთან და საუკეთესო ინვესტიცია ბიზნესში”

მოდით გამოვყოთ ის ძირითადი სარგებელი, რისთვის აუცილებელია ეფექტური ლოგოს შექმნა:

  • ზრდის ცნობადობას
  • ზრდის გაყიდვებს
  • ზრდის მოგებას თითოეულ გაყიდვაზე
  • საჭიროებს მცირე ინვესტიციას, რომელსაც მოაქვს დიდი ქონებრივი და არაქონებრივი ბენეფიტები.
  • 24 საათის განმავლობაში ახდენს არავერბალურ კომუნიკაციას თქვენს მომხმარებელთან.

აღნიშნული ჩამონათვალი ძალიან მიმზიდველია, თუმცა მხოლოდ კარგი ლოგოს დამზადება არ არის ამ ყველაფრის გარანტია. 

ეს არის ბრენდის შექმნის პირველი ნაბიჯი, რასაც სწორი პოზიციონირება და დიდი შრომა ჭირდება.

თუ ჩვენი მომსახურებით დაინტერესდით – 598 21 44 00

სიმარტივე და მოქნილობა

ლოგოს აწყობა ორი მთავარი პრინციპის საფუძველზე უნდა განხორციელდეს: სიმარტივე და მოქნილობა.

ლოგოს გაკეთება ბევრს შეუძლია, თუმცა საკმაოდ რთული მისიაა, ერთი მხრივ მოხდეს მარტივი დიზაინის მქონე ლოგოს დახატვა და მეორე მხრივ შესაბამისი იდეის ჩაქსოვება მასში.

თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით, ნებისმიერი კომპანიის ლოგო უნდა იყოს მოქნილი, იგი აუცილებლად უნდა ერგებოდეს სხვადასხვა ციფრულ და მატერიალურ ზედაპირს: ვებ-საიტი, სავიზიტო ბარათი, სოციალური ქსელები, ვიდეო რგოლები და სხვა.

ლოგოს დიზაინი

ლოგოს დიზაინი და მისი ცალკეული ელემენტები სრულ თანხვედრაში უნდა მოდიოდნენ კომპანიის ბრენდთან.

აღნიშნული სრულიადაც არ ნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობის ყველა ელემენტი გამოისახოს ლოგოზე, მთავარია ლოგოს დანახვაზე მომხმარებელს გაუჩნდეს პოზიტიური ასოციაციები თქვენი კომპანიის შესახებ.

დაკავშირებული სტატია: ბრენდირება

ლოგოს შექმნა და მოლოდინები

მნიშვნელოვანია ლოგო იყოს მარტივი, ზედმეტი ელემენტების და „ფიქრის“ გარეშე, ანდეთ საქმე პროფესიონალ დიზაინერს.

რაც უფრო ბევრს იფიქრებთ, გახდებით “ექსპერტი” და გექნებათ გადაჭარბებული მოლოდინები, მით უფრო გაიწელება ლოგოს შექმნის პროცესი, ხოლო შედეგი არ იქნება საუკეთესო.

ლოგოს ღირებულება

რა ღირს ლოგოს დამზადება ? ფასი განისაზღვრება შეთანხმებული სამუშაოს მიხედვით, დამოკიდებულია სხვადასხვა ელემენტეზე, მათ შორის, როგორიცაა: ლოგოს კონცეფცია, სტრუქტურა და ტიპი.

გახსოვდეთ, რომ ლოგო თქვენი ბრენდის მთავარი ელემენტია, შესაბამისად მასში გადახდილი თანხა არის ინვესტიცია, რომელმაც მომავალში უნდა მოიტანოს შესაბამისი უკუგება.

ამიტომაც, მოახდინეთ გონივრული ინვესტიცია, ერთი მხრივ არ დაზოგოთ თანხა, ხოლო მეორე მხრივ, ნუ გადაიხდით ზედმეტს.

ლოგოს ტიპები

ტექსტური ლოგო – ძირითადად შედგება ორგანიზაციის დასახელებისგან ან აბრევიატურისგან. 

ასეთი ტიპის ლოგოში აქცენტი კეთდება წარწერის ფონტზე და ფერთა კომბინაციაზე.

ასევე შესაძლებელია მცირე ვიზუალური ჩანართების და ეფექტების დამატება, გააჩნია ლოგოს თემატიკას და მიზნობრიობას.

ტექსტი და ვიზუალი (Icon) – ეს არის ტექსტისა და ვიზუალის კომბინაცია, რაც ქმნის ერთ მთლიანობას, ხშირად ლოგოს ტექსტურ ნაწილსა და ვიზუალს ცალ-ცალკე დამოუკიდებლად გამოყენების ფუნქციაც გააჩნიათ.

მხოლოდ ვიზუალი (Icon) – ასეთი ტიპის ლოგოებს ყველაზე მძლავრი და მჭიდრო კავშირის დამყარება შეუძლიათ მომხმარებელთან.

ვინ უნდა შექმნას ლოგო?

იმ შემთხვევაში თუ არ ხართ დიზაინერი, არ შეგიძლიათ ლოგოს დახატვა ან არ გაქვთ ამის დრო, შეგიძლიათ თქვენი კომპანიის ლოგოს დამზადება ანდოთ ამ საქმის პროფესიონალებს.

კომპანია MediaHUB გთავაზობთ ლოგოს დამზადების მომსახურებას, საუკეთესო პირობებით.

თუ ჩვენი მომსახურებით დაინტერესდით – 598 21 44 00

კომპანიის ლოგოს დამზადება 2024 წელს

ლოგოს დამზადება კომპანიის ბრენდირების და ზოგადი განვითარების ერთ-ერთი საპასუხისმგებლო ეტაპია. 

როგორი უნდა იყოს საუკეთესო ლოგო?

  • ორიგინალური დიზაინის მქონე;
  • კომპანიის ბრენდთან იდენტიფიცირებადი;
  • მარტივად გამოყენებადი მარკეტინგისთვის.

ეფექტურ ლოგოსთან ერთად თქვენი ბრენდინგი უფრო წარმატებული და შედეგების მომტანი იქნება.

2024 წელს ამ კუთხით არაფერი შეცვლილა, თუმცა არსებობს გარკვეული ტენდენციები, თუ როგორი შეიძლება იყოს ლოგოს დიზაინი მიმდინარე წელს.

წარმოგდიგენთ რამდენიმე მათგანს:

კლასიკური სიმბოლოების გამოყენება

2024 წლის ერთ-ერთი ტრენდია ინსტორიული სიმბოლოების გამოყენება ლოგოში (როგორიცაა მასონების სიმბოლო, ინი და იანი, დავითის ვარსკვლავი, მშვიდობის ვარსკვლავი და სხვა).

ასეთ სიმბოლოებს აქვთ უნარი, სხვა ელემენტებთან ერთად, გამოდგცემთ ლოგოს უკან დამალული სათქმელი ლაკონურად, თუმცა უფრო ძლიერად და  მეტი ემოციების თანხლებით. 

რეტრო ფუტურიზმი

რეტრო ფუტურიზმი ეს არის მე-20 საუკუნის ადამიანების, ზედმეტად ოპტიმისტური თვალით, დანახული მომავალი: მფრინავი მანქანები, რობოტი დამლაგებლები და ა.შ.

ლოგოებში რეტრო ფუტურიზმის ელემენტების დანერგვა გულისხმობს ძველი ხედვების გაცოცხლებას მომავალში, რომელიც ჯერ არ დამდგარა.

ასეთი ტიპის ლოგოებს გარკვეული რომანტიზმი, ძველის და ახლის აურა და დაფიქრების უნარი ახასიათებთ.

არარელევანტური პერსონაჟები

კარგი ლოგოს დიზაინი გვიყვება ისტორიას, გამორჩეული ლოგოს ნაამბობი ისტორია ხდება დაუვიწყარი. 

დაუვიწყარი ისტორიის მოყოლაში დაგეხმარებათ პერსონაჟები, რომლებიც ერთი შეხედვით არ არიან შესაბამისობაში ლოგოს არსთან, თუმცა მათ მიერ შემოთავაზებული ენერგეტიკა და ინდივიდუალიზმი დაუვიწყარია.

ლოგოს შეკვეთა გსურთ?

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ პროფესიონალთა მომსახურება.

თუ ჩვენი მომსახურებით დაინტერესდით – 579 817 817

მსგავსი სერვისები:

ეტიკეტის დიზაინის დამზადება

პრეზენტაციის მომზადება

კატალოგის შექმნა